saqarTvelos myinvarebi - Sdavleris myinvari
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
ქედი | შდავლერის ქედი |
კოორდინატები | 43°08`38` ჩ. გ. 42°20`25` ა. გ. |
სიგრძე | 3.2 კმ |
ფართობი | 2.3 კმ² |
ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, შდავლერის ქედზე. ვრცელდება ენგურის მარჯვენა შენაკადის მდინარე ნენსკრის აუზში. სიგრძე 3.2 კმ, ფართობი 2.3 კმ². მყინვარის ენის სიმაღლე მდებარეობს ზღვის დონიდან 2680 მ სიმაღლეზე. საზრდოობს მწვერვალ შდავლერის ჩრდილო-დასავლეთ კალთებიდან ჩამონადენი მყინვარების ნაკადებით. მისასვლელი გზაა სოფელ ტიტიდან.